მთავარი » 2011 » დეკემბერი » 14


VI საუკუნეში საქართველოს სულიერი ცხოვრება გააბრწყინეს ასურეთიდან ჩამოსულმა მამებმა, წმიდა იოანე ზედაზნელმა და მისმა მოწაფეებმა.

წმიდანთა ჩამოსვლა ზეგარდმო ძალით ეუწყა ქართლის კათოლიკოს ევლავიოსს. სიხარულმა დაივანა მორწმუნე ერში, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას კიდევ ერთხელ მოჰხედა უფალმა და თავისი რჩეული შვილები გამოუგზავნა მოძღვრად და განმანათლებლად.

ღირსმა მამებმა ბევრი ეკლესია-მონასტერი დააარსეს საქართველოში და საფუძველი დაუდვეს ბერ-მონაზვნურ ცხოვრებას.

ევლავიოს კათოლიკოსისა და იოანე ზედაზნელის კურთხევით ღირსი ისე წილკანში მოღვაწეობდა.

წილკნის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 770 | დაამატა: mores | თარიღი: 14.12.2011 | კომენტარები (0)


წმიდა წინასწარმეტყველი ამბაკუმი, ერთი ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, სვიმეონის ტომიდან იყო და მოღვაწეობდა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 650 წელს.

წმიდა ამბაკუმმა იწინასწარმეტყველა იერუსალიმის ტაძრის დანგრევა, ბაბილონის ტყვეობა და ტყვექმნილი ებრაელების დაბრუნება სამშობლოში. ბაბილონელებთან ომის დროს წინასწარმეტყველი არაბეთში გაიხიზნა, სადაც ამგვარი სასწაული გადახდა: ერთხელ, როცა მომკალებისთვის სადილი მიჰქონდა, მას უფლის ანგელოზი შეხვდა და ამბაკუმი უცებ ბაბილონში აღმოჩნდა, სადაც იმ დროს უღმრთოებს დანიელ წინასწარმეტყველი საპყრობილეში ჰყავდათ გამომწყვდეული. ბაბილონელებთან ომის დამთავრების შემდეგ წ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 743 | დაამატა: mores | თარიღი: 14.12.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მიროპია ხშირად ნახულობდა მოციქულ ფილიპეს ასულის, წმიდა მოწამე ერმიონიას (ხს. 4 სექტემბერს) საძვალეს, მისი ნაწილებიდან გადმომდინარე მირონი მიჰქონდა და სნეულებს კურნავდა. როცა დეკიუსმა (249-251) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდანმა დედასთან ერთად კუნძულ ქიოსს მიაშურა სამოღვაწეოდ.

კუნძულის მმართველის ბრძანებით კეთილმსახურ მხედარ ისიდორეს (ხს. 14 მაისს) წამებით ამოჰხადეს სული. წმიდა მიროპიამ მოწამის პატიოსანი ნეშტი ფარულად წაასვენა და მიწას მიაბარა. შემდეგ მმართველთან გამოცხადდა და საჯაროდ აღიარა ქრისტე. ნეტარი სასტიკად აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. შუაღამისას საკანი გაბრწყინდა. წმიდა მოწამე ისიდორე ანგელოზების თანხლებით წარდგა ქალწულმოწამის წინაშე. საპყრობილე კეთილსურნელებით აივსო და ნეტარმა მიროპიამ სიხარულით შეჰვედრა სული უფალს. ამ სასწ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 738 | დაამატა: mores | თარიღი: 14.12.2011 | კომენტარები (0)

ღირსნი: იოანე, ირაკლემონე, ანდრია და თეოფილე ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწეობდნენ IV საუკუნეში. მათი ცხოვრება იხილეთ 12 ივნისის საკითხავებში.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 795 | დაამატა: mores | თარიღი: 14.12.2011 | კომენტარები (0)