გამოვიდა შესანიშნავი ვიდეო და აუდიო კონვერტორის ახალი ვერსია, ეს ვერსია არის პორტატული, ასე რომ მისი დაინსტალირება არ დაგჭირდებათ. პროგრამა გაძლევთ საშუალებას გადაიყვანოს ვიდეო თქვენი მობილურის, პლეერის და სათამაშო მოწყობილობის ფორმატებში. მუშაობს ყველაზე პოპულარულ ვიდეო ფორმატებთან. კონვერტირების წინ შეგიძლიათ მაქსიმალურად ზუსტათ მონიშნოთ გამავალი ვიდეო ფაილის პარამეტრები.
|
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ბითვინიის კესარიაში. როცა უსჯულო იმპერატორმა ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, კესარიის მმართველმა კუმბრიკიუსმა მრავალი მორწმუნე მზაკვრობით გადადრიკა საცხოვნებელი გზიდან, სხვებს კი მუქარით აიძულებდა კერპების თაყვანისცემას. მაშინ ერთ-ერთმა ქრისტიანმა ლევკიოსმა საჯაროდ ამხილა მმართველის უსჯულოება, რისთვისაც იგი სასტიკად გვემეს, შემდეგ კი ქალაქგარეთ გაიყვანეს და მახვილით განგმირეს. ამ დროს თვირსე, რომელიც კათაკმევლად იყო დადგენილი, მაგრამ ნათლისღება ჯერ არ მიეღო, კუმბრიკიუსთან გამოცხადდა და ქრისტეს სარწმუნოება უქადაგა. განრისხებულმა მმართველმა ბრძანა, ეგვემათ თვირსე, სახსრები ამოეგდოთ, ძვლები დაემსხვრიათ, თვალები დაეთხარათ მისთვის, შემდეგ კი გამლღვალი კალა გადაესხათ ზედ. ჯალათები ასეც მოიქცნენ, მაგრამ უფალმა ყველ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, თებაიდის მმართველმა არიანემ ბრძანა, მართლმორწმუნეები ან იძულებით გადაედრიკათ ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, ან - წამებით დაეხოცათ. ამ დროს შეიპყრეს აპოლონიც, რომელიც ტაძარში მედავითნედ მსახურობდა. მან ვერ გაუძლო წამებას და გადაწყვიტა, ხერხისთვის მიემართა: წარმართ ფილიმონს თავისი ტანსაცმელი მისცა და სთხოვა, მასში ჩაცმულს შეეწირა მსხვერპლი კერპებისათვის. ფილიმონი დათანხმდა, მაგრამ, როცა სამსხვერპლოს მიუახლოვდა, უეცრად ღვთის მადლმა გაუცისკროვნა გონება, ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, კერპებს ზურგი აქცია, მმართველ არიანესაკენ მიიქცა, პირჯვარი გადაისახა და უშიშრად აღიარა ქრისტიანობა. მაშინ არიანემ ფილიმონი ი
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამენი: ევსტრატი, ავქსენტი, ევგენი, მარდარი და ორესტი იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) დროს ეწამნენ. უსჯულო ხელისუფლებმა სომხეთსა და კაბადოკიაში ამტყდარი შფოთისა და არეულობების ჩასაცხრობად მხედართმთავრები: ლისიუსი და აგრიკოლა გაგზავნეს და, რადგან იმ დროს ყოველგვარ სახალხო მღელვარებას ქრისტიანებს მიაწერდნენ ხოლმე, უბრძანეს, ან წამებით დაეხოცათ ისინი, ან - კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინათ. ქალაქ სატალიონში სხვა ქრისტიანებთან ერთად ავქსენტი ხუცესიც შეიპყრეს. სასამართლოს დღეს ციხეში ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული და მდიდარი მოხელე - ევსტრატი მივიდა თავისი რაზმით და ტყვე ქრისტიანები სამსჯავრო მოედანზე გამოიყვანა. თავად ევს
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამე ლუკია ქალაქ სირაკუზაში ცხოვრობდა - სიცილიის კუნძულზე, იტალიის მახლობლად. ერთხელ იგი თავის სნეულ დედასთან - ევტიქიასთან ერთად ქალაქ კატანში ჩავიდა წმიდა მოწამე აღათიას ნაწილთა თაყვანსაცემად. მსახურების დროს ხუცესმა ნეტარი მოწამის ლუსკუმასთან წაიკითხა სახარება დედაკაცზე, რომელიც რწმენით შეეხო მაცხოვრის სამოსლის კიდეს და განიკურნა. ლუკიამ ევტიქიას უთხრა: „დედა, თუ გჯერა, რაც იკითხება, ისიც გწამდეს, რომ ქრისტეს სახელისათვის აღსრულებული აღათია დღეს მის წინაშე დგას ცათა შინა. სარწმუნოებით შეეხე მის საფლავს და განიკურნები". ღვთისმსახურების დამთავრების შემდეგ დედა და შვილი მოწამის ლუსკუმის წინაშე დიდხანს ლოცულობდნენ. ბოლოს ლუკიას ჩასთვლიმა. სიზმრისეულ ჩვენებაში ანგ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი არსენი კონსტანტინოპოლში მცხოვრები დიდგვაროვანი და კეთილმსახური მშობლების შვილი იყო. იმპერატორმა იგი მხედართმთავრად დანიშნა. ერთხელ, როცა წმიდანს თავისი ლაშქარი ხომალდებით გადაჰყავდა ზღვაზე, მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა. გემები ჩაიძირა. მთელი მხედრიონიდან მხოლოდ წმიდა არსენი გადა
...
კითხვის გაგრძელება »
|
|