მთავარი » 2011 » დეკემბერი » 19

წმიდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა ქალაქ ტრირში (იტალია). მისი მამა იმპერატორის ნაცვალი იყო გალიის მხარესა (დღევანდელი საფრანგეთი) და დასავლეთის სხვა პროვინციებში. ამბროსის სიყრმეშივე სასწაულებრივ გაცხადდა მისი ღვთივრჩეულობა: ერთხელ მძინარე ჩვილის სახე მთლიანად ფუტკრებმა დაფარეს და ენაზე თაფლი დაუტოვეს.

მამის გარდაცვალების შემდეგ ამბროსის ოჯახი რომში გადასახლდა. აქ მომავალმა მღვდელმთავარმა იმ დროისათვის ბრწყინვალე იურიდიული განათლება მიიღო. დაახლოებით 370 წელს, მეცნიერებათა კურსის განსრულების შემდეგ, წმიდანი ლიგურიისა და ემილიის ოლქების გამგებლად დ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 750 | დაამატა: mores | თარიღი: 19.12.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამე ათინოდორე სირიის მესოპოტამიაში დაიბადა და სიყმაწვილიდანვე შეუდგა ბერულ ღვაწლს. ეშმაკის მანქანებითა და ცილისწამებით გაბოროტებულმა ქვეყნის მმართველმა ელევსიმ შეიპყრო წმიდანი და საწამებლად გადასცა. მარტვილის მხეცურ წამებას თან ახლდა სასწაულები, რამაც მრავალი იქ მყოფი წარმართი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია. როცა ათინოდორესთვის თავის მოკვეთა გადაწყვიტეს, ჯალათს ხელი მოსწყდა, ქრისტეს ტარიგმა კი ლოცვით შეჰვედრა სული უფალს.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 760 | დაამატა: mores | თარიღი: 19.12.2011 | კომენტარები (0)

ღირსი პავლე მორჩილის მოღვაწეობის წლები უცნობია. ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ მისმა მოკლე ცხოვრებამ, რომელშიც ნათქვამია, რომ პავლე მდიდარი მშობლების შვილი იყო. როცა სრულწლოვანებას მიაღწია, იგი განერიდა ამსოფელს და ბერულ ღვაწლს შეუდგა. ზედწოდება „მორჩილი" მან საოცარი თავმდაბლობისა და საკუთარი ნების სრული მოკვეთისთვის დაიმსახურა. ერთხელ ღირსმა მამამ ადუღებულ ფისს შიშველი ხელით მოურია, მაგრამ არაფერი დაშავებია. ამის შემდეგ ძმათა ნაწილმა იგი ღმერთშემოსილ მოსაგრედ ჩათვალა, სხვები კი უნდობლობით შეხვდნენ ნეტარს. ბერების ლოცვით ღმერთმა მათ მოუვლინა ხილვა, რომლითაც მიანიშნა, რომ მათი ძმა ჭეშმარიტი მოსაგრე იყო. ღამით ყველანი სასუფეველში იქნენ ატაცებულნი და ესაუბრნენ ბერ პავლეს, რომელმაც ყოველ მათგანს სახსოვრად თითო ყვავილის ან ტოტის წაღების ნება დართო. დილით, როცა გამოიღვიძეს, სამოთხის ყვავილები და ტოტები ყველას ხელში ეჭირა. ამი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 719 | დაამატა: mores | თარიღი: 19.12.2011 | კომენტარები (0)

ღირსი გრიგოლი წარმოშობით სერბი იყო.იგი ათონის მთაზე დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. აქ მან წმიდა ნიკოლოზის სახელობის სავანე დააარსა. ათონურ აქტებში ნაპოვნია ღირსი მამის ხელმოწერა, რომელიც 1405 წლით თარიღდება. გადმოცემით, უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები ათონიდან სერბმა ბერებმა გადაასვენეს.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 755 | დაამატა: mores | თარიღი: 19.12.2011 | კომენტარები (0)

ღირსი იოანე მმარხველი, საბაწმიდის ლავრაში მოღვაწე (მის შესახებ იხ. 30 მარტის და 3 დეკემბრის საკითხავებში).
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 764 | დაამატა: mores | თარიღი: 19.12.2011 | კომენტარები (0)

წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი ლუკიის ოლქის ქალაქ პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე) დაიბადა. მის კეთილმსახურ მშობლებს - თეოფანესა და ნონას - შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდათ, ნანატრ შვილს უფალსვე შესწირავდნენ. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა შესმენილ იქნა და ნონამ შვა ძე, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს. წმიდანმა დაბადებისთანავე აღასრულა პირველი სასწაული: მშობიარობის შემდეგ დედამისი ხანგრძლივი სნეულებისგან განიკურნა. ახალშობილი ყრმა ნათლისღებისას ემბაზში ფეხზე იდგა ყველას დაუხმარებლად. წმიდა ნიკოლოზმა მარხვაც ჩვილობაში დაიწყო: ოთხშაბათობით და პარასკევობით მხოლოდ ერთხელ ღებულობდა დედის რძეს, მ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 784 | დაამატა: mores | თარიღი: 19.12.2011 | კომენტარები (0)