მთავარი » 2011 » დეკემბერი » 07

მღვდელმოწამე კლიმენტი რომში დაიბადა იმპერატორ ტიბერიუს I-ის (14-27) დროს. მამამისი, ფავსტო, მდიდარი და დიდებული წარმართი იყო, დედა - საოცრად მომხიბლავი მათიდია კი - იმპერატორის ახლო ნათესავი. ცოლ-ქმარს ორი ტყუპი ძე ჰყავდა, კლიმენტი მათი ნაბოლარა ვაჟი იყო. ოჯახი მშვიდად ცხოვრობდა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მათთან დასახლდა ფავსტოს ძმა, რომელმაც, მათიდიასადმი ვნებით შეპყრობილმა და ქალის სიმტკიცით გაბოროტებულმა, მისი შეურაცხყოფა დაიწყო. მათიდიამ არ ისურვა ქმრისთვის გაემხილა ავკაცის მზაკვრობა, და გადაწყვიტა, თვითონ განშორებოდა იქაურობას. მან მეუღლეს თხოვ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 794 | დაამატა: mores | თარიღი: 07.12.2011 | კომენტარები (0)



ერთხელ პეტრე მოციქული ზღვით სირიაში გაემგზავრა თავის ახალ მოწაფესთან ერთად. გზად წმიდანმა მოუთხრო მოძღვარს თავისი ყრმობის შესახებ. ამასობაში მოგზაურები ერთ მცირე კუნძულს მიუახლოვდნენ. ეს სწორედ ის კუნძული იყო, რომელზეც მათიდია ცხოვრობდა. ნაპირზე გადასული პეტრე შეხვდა ერთ გლახაკ ქალს, რომელიც მოწყალებას თხოულობდა, ღვთის განგებით, მოციქულმა დავრდომილ დედაკაცში მათიდ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 802 | დაამატა: mores | თარიღი: 07.12.2011 | კომენტარები (0)

ღირსი პეტრე მდუმარე, გალატელი იერუსალიმში მოღვაწეობდა (+429). იგი წელიწადში ორჯერ იხსენიება, 1 თებერვალს და 25 ნოემბერს. ცნობები ნეტარი მამის შესახებ იხილეთ 1 თებერვლის საკითხავებში.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 798 | დაამატა: mores | თარიღი: 07.12.2011 | კომენტარები (0)