მთავარი » 2011 » დეკემბერი » 05


ეს არის მძლავრი კონვერტორი, რომელიც დაგეხმარებათ ვიდეო ფაილის ნებისმიერი ფორატიდან სხვა ფორმატში გადაყვანას. პროგრამა თავისუფლად აკონვერტირებს ისეთი პოპულარული ფორმატის ფაილებს როგორიცაა: AVI, MOV, QuickTime, MPEG, WMV, ASF, RM, RMVB, 3GP, MP4 в AVI, MPEG, VCD, DVD, MOV, RM, RMVB, WMV, ASF, iPod, PSP, 3GP, Xbox, PPC, PMP. პროგრამა ერთერთი საუკეთესოა ფაილის კონვერტირებაში…

კატეგორია: პროგრამები | ნანახია: 770 | დაამატა: mores | თარიღი: 05.12.2011 | კომენტარები (0)


მღდელმოწამე გრიგოლ ფერაძე დაიბადა 1899 წლის 31 (13.09) აგვისტოს სიღნაღის მაზრის სოფელ ბაკურციხეში (ახლანდელი გურჯაანის რაიონი), მღვდელ რომანოზ ფერაძისა და მარიამ სამადალაშვილის ოჯახში.

1905 წელს მამა რომანოზი უეცრად გარდაიცვალა და მარიამს გასაზრდელად დარჩა სამი ობოლი: არჩილი, გრიგოლი და ვასილი. მარიამს ძალიან გაუჭირდა და გრიგოლი, ბიძამ, ყვარელის ეკლესიის მოძღვარმა, გიორგი ფერაძემ, წაიყვანა თავისთან.

სასკოლო ასაკს მიღწეული გრიგოლი დედამ ტფილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, გრიგოლმა სასულიერო სემინარიაში დაიწყო სწავლა, რომლის რექტორიც იმხანად იყო ცნობილი მეცნიერი კორნელი კეკელიძე.

1918 წელს, გრიგოლი ტფილისის ახალგახსნილი უ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 723 | დაამატა: mores | თარიღი: 05.12.2011 | კომენტარები (0)

წმიდა ამფილოქე - იკონიელი ეპისკოპოსი კაბადოკიის კესარიაში დაიბადა. იგი წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ახლო ნათესავი და ბასილი დიდის მეგობარი იყო. წმიდა ამფილოქე თითქმის ორმოცი წლის მანძილზე ცხოვრობდა უდაბნოში მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით, მაგრამ 372 წელს, როცა იკონიის ეპისკოპოსი გარდაიცვალა, უფლის ანგელოზები საღვთო ხილვით სამჯერ გამოეცხადნენ ნეტარ მამას და მოუწოდეს, იკონიაში წასულიყო სამღვდელმთავრო მოღვაწეობისთვის. წმიდანის წინაშე მესამედ წარმდგარმა ზეციურმა მაცნემ მასთან ერთად იგალობა ანგელოზთა საგალობელი: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ".

წმიდა ამფილოქესთან შვიდი ეპისკოპოსი მივიდა, რომელთაც ასევე გამოცხადებით ეუწყათ, რომ წმინდანი იკონიის ეპისკოპოსად ეკურთხებინათ.

მღვდელმთავარი ამფილოქე მრავალი წლის მანძილზე ბრძნულად განაგებდა იკონიის ეპარქიას. მართლმადიდებლობის ერთგულ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 746 | დაამატა: mores | თარიღი: 05.12.2011 | კომენტარები (0)

წმიდა გრიგოლი, აკრაგანტელი ეპისკოპოსი კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ აკრაგანტის მახლობლად მდებარე სოფელ პრეტორიაში დაიბადა, კეთილმსახური ქრისტიანების, ხარიტონისა და თეოდოტიას ოჯახში. ნათლისღებისას მისი მიმრქმელი იყო აკრაგანტელი ეპისკოპოსი პატამონი. მშობლებმა გულისხმიერი ყრმა სასწავლებლად მიაბარეს, იგი ისე სწრაფად დაეუფლა წერა-კითხვას და გალობას, რომ თორმეტი წლის ასაკში წმიდანი ღვთისმსახურთა დასს შერთეს. ნეტარმა გრიგოლმა ათი წელი იმსახურა აკრაგანტის ეკლესიაში. ერთხელ წმიდა ჭაბუკს, რომელსაც ძლიერ სურდა იერუსალიმის მოლოცვა, ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ უფალმა აკურთხა მისი განზრახვა.

იერუსალიმში წმიდა გრიგოლი წარუდგინეს პატრიარქ მაკარის (563-574), რომელმაც მას დიაკვნად დაასხა ხელი და თავის საკათედრო ტაძარში დატოვა მსახურებისთვის. აქ ნეტარი მამა სიმშვიდეს ვერ პოულობდა - იგი უფრო მძიმე, ბერულ ღვ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 725 | დაამატა: mores | თარიღი: 05.12.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამე სისინიოსი - კვიზიკელი ეპისკოპოსი დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის ქალაქ კვიზიკის მმართველის, ალექსანდრეს ხელით. ხანგრძლივი და სასტიკი სატანჯველების შემდეგ მარტვილს თავი მოჰკვეთეს.

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 746 | დაამატა: mores | თარიღი: 05.12.2011 | კომენტარები (0)

წმიდა აღმსარებელი თეოდორე ანტიოქიელი, თხუთმეტი წლის ყრმა, ქრისტეს აღსარებისთვის სასტიკად აწამეს იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას. ჯალათებს თავზარი დასცა იმან, რომ წმიდანი წამების დროს ხარობდა, მისი შეწყვეტისას კი ტკივილებს გრძნობდა. მათ ამ სასწაულის შესახებ იმპერატორს შეატყობინეს, რომელმაც მარტვილის განთავისუფლება ბრძანა. მოგვიანებით ნეტარი თეოდორე ყვებოდა, რომ როცა აწამებდნენ, მას უფლის ანგელოზი ეცხადებოდა და სატანჯველებს უმსუბუქებდა, წამების შემდეგ კი ანგელოზი ქრებოდა და ისიც ტკივილებისაგან იტანჯებოდა. წმიდანმა ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.


კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 727 | დაამატა: mores | თარიღი: 05.12.2011 | კომენტარები (0)


კეთილმორწმუნე მთავარი ალექსანდრე ნეველი ვლადიმირის დიდი მთავრის, იაროსლავ II-ის ძე იყო. წმიდანი 1220 წელს დაიბადა. მან სიყმაწვილიდანვე შეითვისა ქრისტიანული მოძღვრება. ნეტარს ძლიერ უყვარდა საეკლესიო საგალობლები, მუდამ წმიდა მამათა ნაწერებს კითხულობდა. ღამისთევები და ღვთისადმი ლოცვა-ვედრება მისი საყვარელი საქმიანობა იყო. 1236 წელს ალექსანდრე ნოვგოროდის მთავრად აირჩიეს. სულ მალე, 1340 წელს მის სამთავროს თავს დაესხნენ შვედები, რომლებიც ფინეთის ყურის სანაპიროს შემომტკიცებას და აქ კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებას ცდილობდნენ. ღვთის მსასოებელმა ალექსანდრემ მდინარე ნევის ნაპირებზე მცირერიცხოვანი რაზმით სასტიკი დამარცხება აგემა მტრის ურიცხვ ლაშქარს, რისთვისაც ხალხმა „ნეველი" უწოდა. 1242 წელს ნეტარი გერმანელ ჯვაროსნებს შ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 811 | დაამატა: mores | თარიღი: 05.12.2011 | კომენტარები (0)